ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ბელარუსში დავით კოტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
«დღეისათვის, როგორც სავაჭრო ურთიერთობებში, ასევე ეკონომიკურ და სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებები გვაქვს, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ავამოქმედოთ ყველა ის შესაძლებლობა, რაც ბელარუსსა და საქართველოს გააჩნია.
განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, იგივე ერთობლივი საწარმოების შექმნას და ამ მიმართულებით სინვესტიციო პოტენციალის ჩადებას. უახლოეს მომავალში, საქართველოში ბელარუსის საელჩო გაიხსნება, ამის შესახებ უკვე ორივე მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ვფიქრობთმ ბელარუსუს საელჩოს გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ძალიან კარგად არის წარმოდგენილი ბელარუსში, ასევე კარგად უნდა იქნეს წარმოდგენილი ბელარუსი საქართველოში»- განაცხადა დავით კოტარიამ.