27-29 мая в Тбилиси будут проходить Дни диаспоры.
В связи с этим Управление государственного министра Грузии по делам диаспоры приглашает всех желающих принять участие в Первом профессиональном форуме диаспор «Поделись опытом с Родиной», который состоится 27 мая в Тбилиси.
Форум направлен на обмен опытом между Грузией и представителями диаспоры, наладить сотрудничество между частными, государственными и общественными институтами.
Все, кто желает принять участие в Форуме, до 11 мая должны заполнить анкету по ссылке: http://goo.gl/RvavH4.
Подробности: в письме Управления государственного министра Грузии по делам диаспоры.
საზღვარგარეთ მოქმედი ქართული დიასპორული
ორგანიზაციების ხელმძღვანელებს
ძვირფასო თანამემამულენო,
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით,
გვაქვს პატივი მოგიწვიოთ ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, რომელიც ა.წ. 27-29 მაისს ქ. თბილისში გაიმართება.
27 მაისს, დიასპორის დღის ფარგლებში, დაგეგმილია პირველი პროფესიული
დიასპორული ფორუმის — ,,გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს» ჩატარება. ფორუმი მიზნად ისახავს სამშობლოსათვის დიასპორული გამოცდილების გაზიარებას, დიასპორასა და სამშობლოს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, დიასპორის მჭიდრო თანამშრომლობას კერძო და სამოქალაქო სექტორთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული
ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სხვადასხვა პროფესიის წარმატებული თანამემამულეები, სასულიერო პირები, საქართველოს ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
ფორუმის ოფიციალური გახსნითი ცერემონიის შემდეგ, მონაწილენი დაიყოფიან
ინტერესთა სფეროების მიხედვით: ჰუმანიტარული და სოციალურ-პოლიტიკური
მეცნიერებათა, მედიცინის, დიასპორული ორგანიზაციების, ახალგაზრდობისა და სპორტის, დიასპორული ინვესტიციების, მედიისა და ისტორიული დიასპორის ჯგუფებად.
დიასპორის პროფესიული პოტენციალის სამშობლოს სასიკეთოდ მიმართვის
უზრუნველყოფის მიზნით, ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ კონკრეტულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე, ეფექტური თანამშრომლობის გზებზე. თემატურ ჯგუფებში მოხსენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია და დებატები, რათა გამოიკვეთოს დიასპორის ინციატივები პრობლემათა გადაჭრის არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ ფართომასშტაბური, მდგრადი სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად, რასაც სამომავლოდ ხელშესახები რეალური შედეგები მოჰყვება.
დიასპორის დღის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც, კერძოდ:
საზღვარგარეთ მოღვაწე მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, კლასიკური მუსიკის კონცერტი, ლიტერატურულ და სტუდენტურ კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოვება, შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია II-სთან და სამშობლოში განხორციელებულ ინოვაციათა გასაცნობი ტური.
გთხოვთ, მიმდინარე წლის 11 მაისამდე აღნიშნულ ფორუმსა და თქვენთვის საინტერესო თემატურ ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად შეავსოთ თანდართული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა — http://goo.gl/RvavH4.
მუხრან გულაღაშვილი
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
MAMULI.ONLINE
Сайт грузин Беларуси
Оставить комментарий