mamuli.by

საქართველოს ელჩი ბელარუსში: ბელარუსი ტურისტები აღფროვანებულები არიან ქართველების სითბოთი

david_kotaria2015 წლის იანვარ-ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბელარუსიდან საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობამ 4707 ვიზიტორით, ანუ 48 პროცენტით მოიმატა და 14 438 შეადგინა.

როგორც «აიპრესს» საქართველოს ელჩმა ბელარუსში დავით კოტარიამ განუცხადა, ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა საქართველოს ტურისტული შესაძლებლობისა და პოტენციალის შესახებ ღირსეულად წარმოსაჩენად. მისი თქმით, საქართველოს პოპულარიზაციას ბელარუსში ხელი შეუწყო ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა.

«მარტიდან მოყოლებული ივლისის ჩათვლით, ბელარუსში აგრესიული კამპანია მიმდინარეობდა, რეკლამები განთავსდა მედია საშუალებებსა და ბილბორდებზე. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტუროპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის მოაწყო საინფორმაციო ტურები საქართველოში. აჭარის ტურიზმის სააგენტოს მხარდაჭერით, აგვისტოს დასაწყისში ბელარუსის მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ აჭარაში და საინფორმაციო ტურებიდან საოცარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. ინტერესი საქართველოსადმი ძალიან დიდია, განსაკუთრებით აღფრთოვანებულები არიან საქართველოში არსებული ადამიანური სითბოთი, კულტურით, რეწვით… ისინი გაცილებით უფრო სიღრმისეულად აღიქვამენ ჩვენს ქვეყანას, ვიდრე ჩვენ თავადვე წარმოგვიდგენია და ისეთ რამეს ხედავენ რაზეც ქართველებს არ გვიფიქრია. ყველა წვრილმანებს და დეტალებს აკვირდებიან“, – განმარტავს ელჩი.

მისივე თქმით, ბელარუსსა და საქართველოს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომელიც თანამშრომლობას ყველა შესაძლობის გამოყენებით გულისხმობს.

«ეს არ არის მხოლოდ ცალმხრივი ურთიერთობა, ბელარუსიც დაინტერესებულია ქართველი ტურისტების ქვეყანაში მოზიდვით. აქ არაჩვეულებრივი ტურისტული ინფრასტრუქტურაა ბრესტის, პალოცკისა თუ სხვა რეგიონებში. გარდა ამისა, ხელშეკრულება ითვალისიწინებს ტურისტების ტრანზიტით მესამე ქვეყანაში გადასვლას და ამ პროექტის განხორციელებით დაინტერესებულია ტუროპერატორებიც”, – ამბობს დავით კოტარია.

Источник: IPRESS.GE

Оставить комментарий